ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებსა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებსა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. ქვემო ქართლის რეგიონში, მიწის სისტემური რეგისტრაციის განხორციელება 2022 წლის განმავლობაშია დაგეგმილი და თითოეული მოქალაქისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება.

შეხვედრაზე ასევე, ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი განვიხილეთ, რომელიც სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმას ეხება,“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიწის ნაკვეთებს აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.