თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ასოციაციამ "კივიტას გეორგიკა" შეხვედრა გამართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ასოციაციამ "კივიტას გეორგიკა" შეხვედრა გამართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ასოციაციამ "კივიტას გეორგიკა" შეხვედრა გამართა.

თეთრიწყაროს მერიის ცნობით, შეხვედრა თემაზე - „განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდები" გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანთან ერთად აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ჯგუფი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლების, დასაქმების და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მონაწილეობის დროულად შეთავაზებისა და მათი, სასწავლო პროცესში დაბრუნების საკითხი, რაც ამ ახალგაზრდებს, სამომავლოდ, სასურველი და ღირსეული სამსახურის პოვნის შესაძლებლობას მისცემს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.