Politico - ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანს რუსეთის ტერორისტის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს

Politico - ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანს რუსეთის ტერორისტის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის ტერორისტის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შeმთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს.

ინფორმაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრის შესახებ Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ნენსი პელოსის ოფისმა მოწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის, კონგრესმა სახელმწიფო მდივანს სხვა ქვეყნის ტერორისტების დამფინანსებელი სახელმწიფოდ აღიარების უფლებამოსილება მიანიჭა.