უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების პირად შემადგენლობასა და ტექნიკის წინააღმდეგ წარმატებული დარტყმები განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასზე მეტი დამპყრობელი გაანადგურეს.

გასული დღის განმავლობაში რუსული დანაკარგები ასეთია: 111 „რაშისტი“, "Мста-Б" ტიპის ჰაუბიცა, "Нона-С" ტიპის თვითმავალი საარტილერიო და ნაღმმტყორცნების სისტემა, "Элерон"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 13 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა საავტომობილო ტექნიკა.

ხერსონის, ბერისლავისა და კახოვის რაიონებში დადასტურდა სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტის და საბრძოლო მასალის კიდევ 6 საწყობის განადგურება.