დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინელმა სპეციალისტებმა ზმეინის კუნძულის ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაოები ჩაატარეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინელმა სპეციალისტებმა ზმეინის კუნძულის კვლევისა და ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინულმა დაზვერვამ კუნძულ ზმეინზე კვლევისას რუსი სამხედროების პერსონალური დოკუმენტები და სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს.
„იპოვეს და ამოიღეს მტრის იარაღისა და აღჭურვილობის ნიმუშები. კერძოდ, მართვისა და კონტროლის სისტემები, Orlan-10 უპილოტო საფრენი აპარატები, MANPADS-ის სისტემები, ყუმბარმტყორცნები, ცეცხლსასროლი იარაღი, მცირე იარაღები, რუსი სამხედროების პერსონალური დოკუმენტები, ელექტრონული მონაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.

























