გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქესალოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქესალოში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, გარდაბნის მერის მოადგილეებმა, ვახტანგ გაგუამ და ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სამირ ხიალოვმა და საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობისგან დეტალურად მოისმინეს, მათი საჭიროებები და კანონის შესაბამისად საკითხების გადაჭრაში დახმარება აღუთქვეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, მიზნობრივ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავენ.

























