ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მოადგილესთან ერთად, ადგილობრივის ოჯახს პროდუქტები ჩაუტანა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მოადგილესთან ერთად, ადგილობრივის ოჯახს პროდუქტები ჩაუტანა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მოადგილესთან, თამაზ შიოშვილთან ერთად, ზაურ პავლიაშვილის ოჯახი მოინახულა და პროდუქტები ჩაუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, პავლიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს, გორის მერიისგან ახალი საცხოვრისი გადაეცა. ხის კოტეჯი მერიამ პავლიაშვილებს სოფელ ბიისში, საკუთარ ეზოში აუშენა.

„ოჯახი წლების განმავლობაში ხის ავარიულ სახლში ცხოვრობდა. გორის მერიამ 2022 წელს ახალი საცხოვრისით სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.