ვლადიმერ პუტინი ირანისა და თურქეთის ლიდერებს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ირანისა და თურქეთის ლიდერებს შეხვდა

თეირანში სირიის კონფლიქტის განსახილველად გამართულ სამმხრივ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა.

კრემლის ლიდერის თქმით, აღნიშნული სამიტი "ნამდვილად სასარგებლო და საკმაოდ არსებითი" იყო.

როგორც პუტინმა განაცხადა, ის შეთანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე, რომელშიც მხარეები პირობას დებენ, რომ სირიაში ვითარების "ნორმალიზაციისთვის" გააძლიერებენ თანამშრომლობას.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მან და ერდოღანმა უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტი განიხილეს, ისევე როგორც სასურსათო უსაფრთხოება.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლობის გამო შეაქო და დასძინა, რომ გარკვეული პროგრესი იყო.