რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ბლოგერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, ის საზღვარზე რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, შემდეგ კი ვიზის მიცემაზე უარი უთხრეს.
ბლოგერის თქმით, მისთვის გადაცემულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მას უარი ეთქვა მიზეზით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა კონკრეტული მიზეზი დასახელებული არ არის.
თავად ბლოგერი მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისთვის არ შემოუშვეს.
„შესანიშნავი საქართველო ვიღაცას სახით მიუტრიალდა, მაგრამ მე სრულიად სხვა ადგილით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარზე ჩემი თითქმის 6 საათის განმავლობაში დაყოვნების შემდეგ, გადაწყვიტა უარი ეთქვა ჩემთვის ქართული ვიზის მოცემაზე და გადმომცა შესაბამისი დოკუმენტები.
დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზები:
დოკუმენტების არასრული კომპლექტი;
არასწორი დოკუმენტები; საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, რომელსაც წარმოქმნის პირის საქართველოში ყოფნა;
პირმა არ გადაიხადა ჯარიმა, მას არ აქვს დაზღვევა, მისი ქვეყანაში ყოფნა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს არღვევდა საქართველოში უცხოელების ყოფნის წესებს ან აპირებს მათ დარღვევას;
და სხვა და სხვა და სხვა.
მაგრამ ეს ყველაფერი ჩემზე არ არის.
მე საქართველოში შემოსვლა ამიკრძალეს მიზეზით, რომელიც შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „სხვა შემთხვევები, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“.
მაგრამ სერიოზულად რომ ვისაუბროთ, ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებშია, რომლებსაც მე ვიღებდი საქართველოში შემოდგომით, როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ მიტინგებზე მოთხოვნით ციხიდან გაეთავისუფლებინათ მიხეილ სააკაშვილი.
მიშა ერთ-ერთი ქართველი ოლიგარქისთვის, შეთავსებით ჩრდილოვანი მმართველისთვის - ყელში გაჩხირული მთავარი ძვალია. თქვენმა მონა მორჩილმა კი როგორც ჩანს გამოავლინა შეუსაბამო აჩქარება მიშას მხარდამჭერ აქციებზე მოყოლისას - რისი ფასიც გადაიხადა.
იმაზე თუ როგორ არის მოწყობილი საქართველოში სიტყვის თავისუფლება, ხმას არ ამოვიღებ. რა შეიძლება მე საერთოდ ამაზე ვიცოდე, თუ საქართველოში მოხვედრასაც ვერ შევძლებ“,- განაცხადა ბლოგერმა.

























