გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის დაზვერვის მცდელობა ჩაშალეს

დასახლებულ პუნქტ უდას ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის საბრძოლო დაზვერვის მთლიანად ჩაიშალა. ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აგრძელებენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთის გაძლიერებულ დაცვას. მტერმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა ჩერნიგოვის ოლქის მიკოლაივკას დასახლებებს და სუმის ოლქის დასახლებებს.
„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე ოკუპირებული ხაზების შესანარჩუნებლად საბრძოლო მოქმედებებს ატარებს. მტერმა დაბომბვა განახორციელა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან.
უდას დასახლების ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის საბრძოლო დაზვერვა მთლიანად ჩაიშალა, ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.
სლოვიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს შექმნას პირობები შეტევის განახლებისთვის. ველიკა კომიშუვახას, დოლინას, ჩეპილის, დიბროვნეს, ნოვომიკოლაივკას და სხვა დასახლებების მახლობლად მოწინააღმდეგემ ცეცხლი ტანკებიდან და არტილერიიდან გახსნა“, - ნათქვამია ანგარიშში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ჰუსარივკას მახლობლად განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ, ოკუპანტებმა ამ დასახლებაზე შტურმი სცადეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნეს და უკან დახევა აიძულეს.
„კრამატორსკის მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ბილოჰორივკას, ბოხოროდიჩნეს, კრამატორსკის, რაიჰოროდოკის, დონეცკეს, ვერხნიოკამიანსკეს, სპირნეს, სტაროდუბივკას, სივერსკის, დრონივკას და ივანო-დარიივკას დასახლებების ტერიტორიებს. ვერხნოკამიანსკის მახლობლად კი ავიაიერიში განახორციელა.
მტერმა შეტევა განახორციელა სპირნეს მახლობლად, მაგრამ წარმატება ვერ მიაღწია და უკან დაიხია. მიმდინარეობს მცდელობა წინსვლას გრიგოროვკას მიმართულებით, საომარი მოქმედებები გრძელდება.
ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ბახმუტის, ნოვოლუგანსკის, პოკროვსკეს, უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის, ვერშინას, ვესელა დოლინას, იაკოვლივკას, ბერესტოვესა და ზაიცევეს დასახლებების ტერიტორიებზე.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმის ყველა მცდელობა სემიჰირიას, ვერშინას, პოკროვსკეს დასახლებების მიმართულებით და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

























