წლის ყველაზე გავლენიან ბიზნესდაჯილდოებაზე Golden Brand-ი ICcompany #1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

„აისი კომპანიმ“ ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის წოდება უკვე მესამედ მოიპოვა. 7 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მიაღწია განვითარების ახალ ეტაპს და არაერთ წარმატებას. კომპანიის წარმატებებზე, განვითარების ეტაპებსა და სამომავლო სიახლეებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით მორჩილაძემ და კომერციულმა დირექტორმა გიორგი ფერიშვილმა ისაუბრა.
- როგორც ცნობილია, წლის ყველაზე გავლენიან ბიზნესდაჯილდოებაზე Golden Brand -ი ICcompany #1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა! რამდენად მოულოდნელი იყო მორიგი გამარჯვება და რას უკავშირდება კომპანიის წარმატება?
- გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ამ შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. აქტიური მუშაობის შედეგად მივიღეთ სტატუსი #1 ბრენდი ინდუსტრიულ მშენებლობის მიმართულებით. ეს კომპანიისთვის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა მორიგი წარმატება, ასევე საინტერესოა ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ენიჭებათ კომპანიებს ლიდერის წოდება, ასევე რა მახასიათებლები წარმოადგენდა ექსპერტების კვლევის საგანს?
- გამარჯვებულ კომპანიებს ლიდერის წოდება ენიჭებათ: ხარისხის, სანდოობისა და საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო. ექსპერტების კვლევის საგანს წარმოადგენდა, ბრენდის ცნობადობა და ხარისხი. ასევე კომპანიების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული კრეატიული და სოციალური პროექტები.
ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას ღებულობდნენ: ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, მენეჯერები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩატარდა მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.
- რა შეგიძლიათ თქვათ კონკურენტებთან დაკავშირებით? რა იყო თქვენი კომპანიის ნიშა, რამაც განასხვავა სხვებისგან და საბოლოოდ მორიგი წარმატება მოუტანა კომპანიას?
- ბაზარზე ბევრი ღირსეული კონკურენტი გვყავს, ჩვენ საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოვახერხეთ გამარჯვება. ეს ყველაფერი შედეგია, თავდაუზოგავი შრომის და პროფესიონალიზმის. ჩვენს გუნდში დასაქმებულთა კვალიფიკაცია ძალიან მაღალია. გვაქვს მაღალი ნდობის ფაქტორი ორგანიზაციის შიგნით და ასევე მის გარეთ. ჩვენთვის აპრიორია ვიყოთ სანდო და კომპეტენტური პარტნიორები.
- ახლა კი ვისაუბროთ უშუალოდ კომპანიის საქმიანობის შესახებ. რამდენი წელია, რაც კომპანია ბაზარზე ოპერირებს?
- 2015 წლის ოქტომბერში ჩამოვაყალიბეთ კომპანია "ეკოჰაუსი". კომპანიას მხოლოდ ერთი მიმართულება ჰქონდა, რაც მოიცავდა კონტეინერების წარმოებას, მშენებლობას, სენდვიჩ პანელების იმპორტსა და რეალიზაციას. ჩვენ 6 წელი ვოპერირებდით, "ეკოჰაუსი" სახელწოდებით, ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და ჰოლდინგად ჩამოყალიბდა. დღეს პოზიციონირებას ვახდენთ „აისი ჰოლდინგის“ სახელწოდებით.
ჰოლდინგის ქვეშ რამდენიმე კომპანია ერთიანდება და მომხმარებელს ვთავაზობთ ინდუსტრიული მშენებლობის სრულ სპექტრს.
- როგორც ახსენეთ კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა. თუ შეგიძლიათ დეტალურად ისაუბროთ რა მიმართულებებს მოიცავს აღნიშნული?
Iccompany, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ - ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია, რომელსაც ჰყავს საკუთარი საპროექტო. ვახდენთ პროექტირებას, შემდეგ მშენებლობას და დასრულებულ კონდიციაში ვაბარებთ დამკვეთს. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები, დანიშნულების მიხედვით მრავალფეროვანია: ღვინის ქარხნები, მშრალი საწყობები, ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სამაცივრე მეურნეობები და დატა ცენტრები.
Icfactory, მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა, სხვადასხვა დანიშნულების კონტეინერის წარმოებაა, მათ შორის: საცხოვრებელი, საგუშაგო, საოფისე, სასაწყობე და სანიტარული კონტეინერი. ქარხანაშივე იწარმოება, როგორც კონტეინერისთვის საჭირო ყველა აქსესუარი, ასევე ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.
- ჩვენ ასევე გვაქვს Icbeton-ი, რომელის ძირითადი საქმიანობა, სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიული იატაკის საფარის მოწყობაა როგორც საწარმოებისთვის, ასევე საცხოვრებელი სახლებისთვის.
- მნიშვნელოვანია ინფორმაცია ინოვაციური სამშენებლო მასალის, კერძოდ, სენდვიჩ პანელისა და იმ პროექტის შესახებ, რომელიც რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტისა და „საქართველოს ბანკის“ დახმარებით განხორციელდა, თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
- დიახ, საგულისხმოა ჰოლდინგის ქვეშ შემავალი „აისი პანელი“, რომელიც ამ ჰოლდინგის შემადგენლობაშია. ჩვენ განვახორციელეთ 12 მლნ ლარის ინვესტიცია. რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტისა და „საქართველოს ბანკის“ დახმარებითა და პარტნიორობით გავაკეთეთ გრანდიოზული პროექტი, კერძოდ სენდვიჩ პანელების წარმოების ხაზი, სექტემბრიდან კი უკვე გამოვუშვებთ ჩვენ მიერ შექმნილ ახალ პროდუქტს, ინოვაციურ სამშენებლო მასალას სენდვიჩ პანელს.
- რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი?
- კონკურსში ექსპერტების ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი კომპანიისადმი მომხმარებლის დამოკიდებულება იყო. რადგან გავიმარჯვეთ, ვფიქრობ, რომ მომხმარებელი ჩვენი მუშაობის ხარისხით კმაყოფილია.
- საინტერესოა კომპანიის შიდა გარემო და კომპანიაში დასაქმებულთა კვალიფიკაცია.
კომპანიაში მრავალი პროფესიის წარმომადგენელი გვყავს დასაქმებული, რომლებიც თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. გვჯერა, რომ სამუშაო პროცესის საუკეთესო შედეგი, მხოლოდ გუნდური პრინციპების დაცვით მიიღწევა.
- როგორია კომპანიის გეგმები მომავალში, განვითარების კუთხით?
ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებას. შევთავაზოთ დამკვეთებს მსოფლიო ინოვაციური პროდუქტები და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.
(R)

























