დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში რუსების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში ოკუპანტების მიერ განხორციელებილი დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბომბის შედეგად განადგურდა ორსართულიანი შენობა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა.
„სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს 5 გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს, ნანგრევებიდან ამოიყვანეს 3 ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

























