ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი - უკრაინაში 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა

ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი - უკრაინაში 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა

რუსეთმა დაკარგა თავისი საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი ხმელეთზე. ამის შესახებ BBC One Sunday Morning-ს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა განუცხდა.

მისი თქმით, ამის გამო, უკრაინის არმიას „აბსოლუტურად“ სჯერა, რომ ომს მოიგებს.

მისივე განცხადებით, ომში 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა.

„მათთვის სრულიად ნათელია, რომ ისინი გეგმავენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკრაინის ფარგლებში და ხედავენ რუსეთს, რომელიც იბრძვის, რუსეთს, რომელმაც ჩვენი შეფასებით, დაკარგა სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაშავდა ამ კონფლიქტში, განადგურდა თითქმის 1700 რუსული ტანკი, რუსეთის კუთვნილი დაახლოებით 4000 ჯავშანტექნიკა.

რუსეთმა დაიწყო ეს შეჭრა მთელი უკრაინის დაპყრობის განზრახვით. რუსეთს სურდა ქალაქების აღება პირველი 30 დღის განმავლობაში, რუსეთს სურდა ბზარების გაჩენა და ნატო - ზე ზეწოლა – ეს არის რუსეთი, გამოწვევა მსოფლიოსთვის. რუსეთი ყველა ამ ამბიციაში მარცხდება. რუსეთი კიდევ უფრო დასუსტებული ერია, ვიდრე თებერვლის დასაწყისში იყო“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა.