დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ თავდაცვით პოზიციებს აძლიერებს

რუსეთი ახლა თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების გასწვრივ აძლიერებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ განაცხადა.
რუსული ძალები მარიუპოლს, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გადაადგილებას ახორციელებენ.
ამავდროულად ოკუპანტები მელიტოპოლში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.
„რუსეთის თავდაცვითი ნაბიჯები სავარაუდოდ პასუხია უკრაინის მოსალოდნელ შეტევებზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მიერ დონბასში ბოლო ვიზიტის დროს გაკეთებულ მოთხოვნებსა და ასევე იმ თავდასხმებზე, რომელსაც უკრაინა ახორციელებს სამეთაურო პუნქტებზე, ლოგისტიკურ კვანძებსა და ჯარების კონცენტრაციაზე“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

























