სოფელ სართიჭალაში საქართველო-პორტუგალიის მატჩს გულშემატკივრები სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს

სოფელ სართიჭალაში საქართველო-პორტუგალიის მატჩს გულშემატკივრები სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, რაგბში საქართველო-პორტუგალიის ნაკრების თამაშისთვის, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე ედევნებინათ თვალი. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივებთან ერთად, ეროვნულ ნაკრებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მისი მოადგილე ნიკა კობახიძე გულშემატკივრობდნენ.

„საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, სოფელ სართიჭალაში მცხოვრები ვლადიმერ ჩაჩანიძე თამაშობს, რომელიც დღევანდელ თამაშში 4 ნომრით ასპარეზობდა”,- აღნიშნავენ გარდაბნის მერიაში.

როგორც ცნობილია, "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები 23:14 დაამარცხეს.