უკრაინამ შორი მანძილის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინამ შორი მანძილის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინაში პირველი შორი მანძილის M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.

„მოვიდა პირველი M270 MLRS! ისინი კარგი კომპანიონი იქნება HIMARS-ისთვის ბრძოლის ველზე" , - წერს მინისტრი.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და აღნიშნა, რომ მტრის შეწყალება არ მოხდება.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში ბრიტანეთმა გამოაცხადა უკრაინისთვის M270 MLRS-ის მიწოდების შესახებ, რომელსაც შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე განახორციელოს.