რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ხელმძღვანელობს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერები და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები წარმოადგენენ.

დელეგაციის წევრებმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ ქერიმოვთან გამართეს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლის დელეგაცია, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაგიფ სეიდბეკოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ - არზუ ნაგიევსაც შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებს შორის დაძმობილების მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ქართული დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს, დღეს დაასრულებს.