უკრაინის გენერალური პროკურორი - ამერიკელი პროკურორები მზად არიან უკრაინაში, ომის დანაშაულის ადგილზე იმუშაონ

უკრაინის გენერალური პროკურორი - ამერიკელი პროკურორები მზად არიან უკრაინაში, ომის დანაშაულის ადგილზე იმუშაონ

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინაში გამოაგზავნოს პროკურორთა ჯგუფი რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე სამუშაოდ, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

„აშშ მზადაა, გამოაგზავნოს პროკურორთა ჯგუფი უკრაინაში ომის დანაშაულების ადგილზე შესასწავლად. აშშ ქმნის პროკურორთა ჯგუფს, რომლებიც ჩვენთან ერთად დადგებიან სამართლიანობისთვის ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ვენედიქტოვამ.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ პრაქტიკულ მხარდაჭერაზე ამერიკელ პარტნიორებთან ისაუბრა.