უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, კიევი „ნამდვილად ერთი საფეხურით ახლოს“ არის შეთანხმების მიღწევასთან, რათა შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრ კუბრაკოვის თქმით, კიევი „ნამდვილად ერთი საფეხურით ახლოს“ არის შეთანხმების მიღწევასთან, რათა შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მხარეებს შორის, მარცვლეულის შესახებ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას თქმით, 13 ივლისს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები „არსებითი მნიშვნელობის“ იყო.
„შესაძლებელი იყო, შესაძლო შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის ჩამოყალიბება, რომელსაც რუსეთი, უკრაინა და თურქეთი ახლა, საკუთარ დედაქალაქებში სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით განიხილავენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

























