დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ინფორმაციით, „აზოვის“ პოლკის 100-ზე მეტი მებრძოლი სასამართლოს წინაშე წარდგება

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ინფორმაციით, „აზოვის“ პოლკის 100-ზე მეტი მებრძოლი სასამართლოს წინაშე წარდგება

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, დენის პუშილინის ინფორმაციით, „აზოვის“ პოლკის 100-ზე მეტი მებრძოლი სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ისინი მათი პატიმრობის ადგილიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათთვის ყველა შემდგომი ნაბიჯი მომზადებულია, მათ ტრიბუნალი ელით“, - განაცხადა პუშილინმა.

ცნობისთვის, მაისის თვეში მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანა უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს და რუსულ ძალებს ჩაბარდნენ.