მიკოლაევის რეგიონის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

მიკოლაევის რეგიონის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მიკოლაევის რეგიონის სხვადასხვა ადგილებში 28 დარტყმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.

"დილის მდგომარეობით, მტერმა სხვადასხვა უბნებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 28 დარტყმა განახორციელა. შედეგად საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. გარდა ამისა, ცეცხლი გაუხსნეს ვიტოვსკის რაიონს. წინასწარი ინფორმაციით, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - განაცხადა ტიმოშენკომ.