აჭარის მთავრობა - ბათუმი 12 ივლისს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს, ხოლო 13 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაიმართება

13 ივლისს, ბათუმი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიულ მატჩს მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბათუმის "დინამო" სლოვაკეთის "სლოვანს" დაუპირისპირდება.
„საფეხბურთო ზეიმი დინამო ბათუმის მხარდასაჭერად ბათუმში 12 ივლისს, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება. ქალაქის სტუმრების და ადგილობრივების საზეიმო განწყობის შესაქმნელად სტეფანე, ჯგუფი „Free Space“-ი და DJ Nugo იზრუნებენ. ერთად ვუგულშემატკივროთ ბათუმის დინამოს! წინ გამარჯვებისკენ!“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

























