„დემოკრატების“ მხარდამჭერების უმეტესობას 2024 საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენის ნაცვლად სხვა კანდიდატის ყოფნა სურს, თუმცა თვლის, რომ ბაიდენი ტრამპის დამარცხებას შეძლებს

„დემოკრატების“ მხარდამჭერების უმეტესობას 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის ნაცვლად სხვა კანდიდატის ყოფნა სურს, - ამ ინფორმაციას CNBC საზოგადოებრივ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
The New York Times/Siena College Research Institute-ის საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, დემოკრატების 26%-ს სურს, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, 64% კი ისურვებდა ის სხვა კანდიდატს შეეცვალა.
ამასთან, „დემოკრატიული პარტიის“ იმ მხარდამჭერებს შორის, რომელთა ასაკიც 30-ს არ აღემატება,მათგან 94% არ ისურვებდა ამ პარტიის კადიდატად ჯო ბაიდენის დასახელებას. აღსანიშნავია, გამოკითხულ „დემოკრატთა“ უმეტესობა ამავდროულად ფიქრობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი მაინც შეძლებდა „რესპუბლიკელი“ მოწინააღმდეგის, დონალდ ტრმაპის დამარცხებას.

























