მითების დეტექტორი #GlobalFact9-ის ყველაზე კრეატიული ნომინაციის გამარჯვებულია

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალმა, “მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ყოველწლიურ კონფერენციაზე ნომინაციაში “ყველაზე კრეატიული ფორმატი” გაიმარჯვა.
#GlobalFact9-ის საერთაშორისო ჯილდო მითების დეტექტორმა მედიაწიგნიერების კლიპისთვის მიიღო, რომელიც ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოვლენი კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით მაყურებელს ფოტოს გადამოწმების ხერხებს და პრაქტიკულ ინსტუმენტებს ასწავლის. კლიპის პერსონაჟი, რომლის როლსაც მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ასრულებს, ცრუ მკურნალობას “მითების დეტექტორის ლაბორატორიის” სტუდენტის ირაკლი იაგორაშვილის წყალობით გადაურჩება, რომელიც ფოტოს გადამოწმების შედეგად მას სიმართლის დადგენაში დაემხარება.
შემეცნებითთან ერთად იუმორისტული შინაარსის ვიდეოკლიპი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სოციალური რეკლამის სახით ტელევიზიებით იხილა, MDF-თან თანამშრომლობით თომა ჩაგელიშვილის სტუდიამ გადაიღო.
მითების დეტექტორთან ერთად წელს #GlobalFact9-ზე “ყველაზე გალენიანი მასალისთვის” ჯილდო სირიულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Verify-sy-მ მიიღო, ხოლო “ყველაზე ინოვაციური კოლაბორაციისთვის” ფილიპინური ორგანიზაცია Rappler დაჯილდოვდა.

პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ყოველწლიური კონფერენციას წელს ოსლოში 600-ზე მეტი ფაქტების ანალიტიკოსი ესწრებოდა. IFCN-ის ვერიფიცირებული ხელმომწერი მითების დეტექტორი 2019 წლიდანაა და მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ფაქტების გადამმოწმებელ 90-ზე მეტ ორგანიზაციასთან ერთად აქტიურად მუშაობს.
(R)

























