USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი - ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჟიურის წევრობა, ვკითხულობდი ესეებს და ნამდვილად გაოცებული ვიყავი

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი - ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჟიურის წევრობა, ვკითხულობდი ესეებს და ნამდვილად გაოცებული ვიყავი

„საქართველო არის ძალიან კარგ ხელში, არა მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად დაწერეთ თქვენთვის უცხო ენაზე, არამედ თქვენ გესმით დამოუკიდებლობის არსი,“ - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა „ვებსტერის უნივერსიტეტის“ საქართველოს კამპუსის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მარკ მაკკორდმა აღნიშნა, ის გაოცებულია აბიტურიენტების მიერ წარმოდგენილი ესეების ხარისხით:

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჟიურის წევრობა, ვკითხულობდი ესეებს და ნამდვილად გაოცებული ვიყავი. დამოუკიდებლობა არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს, ეს ეხება მთელ მსოფლიოს. მაგალითად, მამაჩემი 1944 წელს იბრძოდა და ომაჰა-ბიჩზე დაიჭრა, ის იბრძოდა თავისუფლებისთვის და თავისუფლება არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის ცხოვრების გზა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ერთმანეთთან არის შერწყმული და ერთმანეთის გარეშე ნამდვილად ვერ იქნება. ესეებს რაც შეეხება, მსურს სამ რამეს გავუსვა ხაზი: პირველი - შესანიშნავად წერთ, ნამდვილად გაოცებული ვარ, მეორე - კარგად გესმით, რა არის დამოუკიდებლობის არსი და შესისხლხორცებული გაქვთ ეს და მესამე - საქართველო არის ძალიან კარგ ხელში, არა მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად დაწერეთ თქვენთვის უცხო ენაზე, არამედ იმიტომაც, რომ თქვენ გესმით დამოუკიდებლობის არსი,“ - განცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკული უნივერსიტეტის ვებსტერის კამპუსმა საქართველოში დამოუკიდებლობის თემაზე ესეების კონკურსის გამართა, რომელშიც 200 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ, 7 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ ერთი გამარჯვებული გამოავლინა და მთავარი პრიზი 1000 ლარი ლაშა-გიორგი შამუგიას გადაეცა. ასევე, მისი პუბლიკაცია Forbes Georgia-ს ვებგვერდზეც გამოქვეყნდება.

ლაშა-გიორგი შამუგიას გარდა ჟიურიმ კიდევ 6 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ: მარი ვაჭრიძე, ლუკა ბეროშვილი, მარიამ კორახაშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, დათა კაციტაძე და ნინო მესხია.

ჟიურის წევრები კი იყვნენ: თამარ ტალიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტი; ირაკლი ბაიდაშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა; კრის ანდერსონი - კულტურის ატაშე, აშშ-ის საელჩო საქართველოში; მარკ მაკკორდი - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; ტიმოთი ბლაუველტი - რეგიონული დირექტორი, ამერიკული საბჭო ; გიორგი მუჩაიძე - აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო და ნინო კვერნაძე - აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 01 მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02 საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით. ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

(R)