ოკუპანტებმა ხარკოვში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ადგილზე მაშველები მუშაობენ

ოკუპანტებმა ხარკოვში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ადგილზე მაშველები მუშაობენ

რუსებმა დღეს დილით ადრე ხარკოვი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტების ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

დარტყმის შედეგად ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ განადგურდა. მაშველებმა ჯერჯერობით ერთი მოხუცი ქალის გადარჩენა შეძლეს.

ნანგრევების გაწმენდის პროცესი გრძელდება.