ზუგდიდში, ფესტივალი „კოლხი და...“  გაიმართება

ზუგდიდში, ფესტივალი „კოლხი და...“  გაიმართება

14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და...“ გაიმართება.

ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლები: "რუსთავი", "ბასიანი", "ერისიონი", "არსიანი", "ოდოია", "ბედინერა", "კოლხური ტრიო", "ფაზისი", " ჰარირა", "ორბელი", ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, "მუსიკელი", "ჩელა", "ჩხოროწყუ", "კოლხეთი", "ეგრისი".

„ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება. დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.