შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

შრი-ლანკაში ათასობით დემონსტრანტი კოლომბოში, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას რეზიდენციაში შეიჭრნენ. პრეზიდენტმა რეზიდენცია დატოვა, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

დემონსტრანტების შეჩერება ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა ათასობით მძიმედ შეიარაღებულმა ჯარისკაცმა და პოლიციამ ვერ შეძლო. სამართალდამცავებმა პროტესტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ჰაერში გასროლაც განახორციელეს, მაგრამ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა მაინც მოახერხეს.

მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ უიკრემეისიგჰემ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის ეკონომიკური კრიზისის ფონზე შრი-ლანკაში დემონსტრაციები რამდენიმე თვეა იმართება.