გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების საშუალება არ მისცეს

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვების საშუალება არ მისცეს

რუსი ოკუპანტები შეტევითი მოქმედებებით ცდილობდნენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესებას, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამის საშუალება არ მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას, კურახივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით გრძელდება პოზიციების ურთიერთდაბომბვა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.

„მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მალის შჩერბაკის მიდამოში“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, იუჟნობუჟსკის მიმართულებით, ოკუპანტები სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას