იაპონიის პრემიერის განცხადებით, შინზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

იაპონიის პრემიერის განცხადებით, შინზო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ყოფილი პრემიერის, შინზო აბეს მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა თავდასხმაში ეჭვიტანილი.

„მინდა გამოვიყენო ყველაზე მკაცრი სიტყვები ამ ქმედების დასაგმობად. ბარბაროსული და ბოროტი“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.