ლენტეხის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ლენტეხის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ლენტეხის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის შ.პ.ს. „ზაისი და კომპანი-ის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეტალურად განიხილეს. ამასთან, პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი სამუშაოების განხორციელების ხარისხიან შესრულებაზე და ვადების მონიტორინგზე გააკეთა.