ბორის ჯონსონი - მინდა ვუთხრა უკრაინელ ხალხს, გაერთიანებული სამეფო თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას განაგრძობს

ნება მომეცით, ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ბორის ჯონსონმა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიღწეულ შედეგებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინაააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.
„რა თქმა უნდა, უზომოდ ვამაყობ ამ მთავრობის მიღწევებით: „ბრექსითის“ დასრულება, პანდემიიდან თავის დაღწევა, ვაქცინის უსწრაფესი გავრცელება ევროპაში, „ლოქდაუნის“ ყველაზე სწრაფი დასრულება და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დგომა“, - აღნიშნა ჯონსონმა.

























