ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის ავიაცაის შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა

ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა, - ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ანგარიშში.
მათივე ინფორმაციით, დღისით რუსულმა თვითმფრინავმა ოლქს რაკეტა ესროლა, თუმცა
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
"საღამოს, საჰაერო ბრძოლის დროს, მტრის მოიერიშემ ჩვენს თვითმფრინავებს ორი ფრთოსანი რაკეტა ესროლა, ჩვენი თვითმფრინავები არ დაშავებულა, რაშისტების „სუ-35“ კი იძულებული გახდა უკან დაეხია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

























