ტორეცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ტორეცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ქალაქ ტორეცკში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, - ამის შესახებ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

მისი განცხადებით, რაკეტები ორ კერძო სახლს მოხვდა. ერთი მათგანი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად განადგურდა და შედეგად გარდაიცვალა ქალიშვილი, დედა და ბებია.

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოციალურ დაწესებულებასთან მოხვდა, მაგრამ არ აფეთქდა.