ვიქტორ მედვეჩუკის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინას გადაეცა

ვიქტორ მედვეჩუკის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინას გადაეცა

უკრაინელი სამართალდამცველების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირის ვიქტორ მედვეჩუკის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინის ხელისუფლებას გადაეცა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა, რომ მათ მედვეჩუკების ოჯახის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინულ მხარეს „შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის გადაეცათ“.

მედიის ცნობით, მედვეჩუკი უკრაინაში წლების განმავლობაში პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობდა. ის უკრაინის ძალებმა ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს დააკავეს.