დონეცკის გუბერნატორი ოლქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო აცხადებს, რომ ოლქში დარჩენილი 350 000 ადამიანის გაყვანა აუცილებელია მათი სიცოცხლის გადასარჩენად და იმისთვის, რომ უკრაინის არმიას ქალაქების უკეთ დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„მთელი ქვეყნის ბედს დონეცკის რეგიონი გადაწყვეტს. როგორც კი ნაკლები ხალხი იქნება, ჩვენ შევძლებთ მეტი კონცენტრირება მოვახდინოთ მტერზე და შევასრულოთ ჩვენი ძირითადი ამოცანები“,- აღნიშნა კირილენკომ.
გუშინ მუდმივად ოლქის კიდევ ერთი ქალაქი, სლავიანსკი იბომბებოდა. მერმა ვადიმ ლიახმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.

























