დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა

დნიპროსა და ხარკოვში დღეს დილით აფეთქებების ხმები ისმოდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივი „ტელეგრამის“ არხები და საზოგადოება სოციალურ ქსელებში იუწყება.
მანამდე უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში ექვსი აფეთქება მოხდა და ერთ-ერთ ადგილას, სადაც რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა.

























