უზბეკეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ

უზბეკეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ

უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის თქმით, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცავები დაიღუპნენ.

თავის მხრივ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უზბეკეთის საინფორმაციო ვებ-გვერდს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც „როიტერსი“ წერს, გავრცელებულ განცხადებაში მირზიოევმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა ქალაქ ნუკუსში „დესტრუქციული მოქმედებები“ ქვების სროლით, ხანძრის გაჩენითა და პოლიციაზე თავდასხმით განახორციელეს.