უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები ლისიჩანსკს ტოვებენ

უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკს ტოვებენ.
„ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ დაეთმოთ დაკავებული პოზიციები და საზღვრები. საოკუპაციო ძალების არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მოკლე უპირატესობით, ქალაქის დაცვის გაგრძელება გამოიწვევდა შეუქცევად შედეგებს. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება მათი გაყვანის შესახებ“ , - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გენერალურ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ ბრძოლას განაგრძობენ.
„სამწუხაროდ, წარმატებისთვის არასაკმარისია რკინის ნება და პატრიოტიზმი - საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური რესურსები... ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























