წყალტუბოში უამინდობამ პრობლემები შექმნა

წყალტუბოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ძლიერმა წვიმამ, განსაკუთრებით, სოფელი ხომული დააზარალა. დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთი.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქალაქის მერის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

























