ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება მოხერხდა, მაგრამ 2610 დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათასზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, მაგრამ ჯერ კიდევ 2,6 ათასი დასახლებული პუნქტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მოხერხდა 1027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება, კიდევ 2610 ოკუპირებულია. ასობით მათგანი რუსულმა ჯარმა სრულად გაანადგურა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის თქმით, ათობით ქალაქი უკრაინის სხვადასხვა რაიონში სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.

























