გორში მარათონი გაიმართა

გორში „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022-ის" ფარგლებში მარათონი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
შეჯიბრების გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი ლევან დემუროვმა და საბა დოთიაშვილმა გაინაწილეს.
შეჯიბრების გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დააჯილოდოვეს.
„ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გოგონათა საუკეთესო სამეულიც. გოგონებს შორის პირველმა ფინიში ნინო ბასიშვილმა გადაკვეთა, მას მიყვნენ ლელა ედიშერაშვილი და მარიამ მაზანაშვილი.
აქტივობა დაიგეგმა „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022" -ის ფარგლებში. პროექტი, რომლის მიზანიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, გარდა მარათონისა ითვალისწინებს შეჯიბრებების ჩატარებას ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში.
ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

























