ძლიერი წვიმის გამო ზესტაფონის რაიონში პრობლემა შეიქმნა

ძლიერი წვიმის გამო ზესტაფონის რაიონში პრობლემა შეიქმნა. უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ადგილობრივ მოსახლეობას შემოვლითი გზით უწევს გადაადგილება.

























