მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

მიკოლაივში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა

ქალაქ მიკოლაივში დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ქალაქის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი სოციალურ ქსელში იუწყება.

„ქალაქში ძლიერი აფეთქებებია! დარჩით თავშესაფრებში!"- დაწერა სენკევიჩმა „ტელეგრამში“.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ცნობილია, რომ აფეთქებების ხმას წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი მთელ მიკოლაივის ოლქში.