ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ16-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ16-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსული მეწყერის გამო, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, კმ16-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ16 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.