ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63%-ით არის რეალიზებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის მიღება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63 პროცენტით არის რეალიზებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის შემუშავება და მიღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 63%-ით რეალიზებულია და 35% რჩება ამოცანად ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
სახალხო დეპუტატებისთვის მიმართვაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ მოუწევთ შეიმუშაონ, დაიცვან კოლეგების წინაშე და მიიღონ ათობით მნიშვნელოვანი კანონმდებლობა.
„ესეც არ იქნება მარტივი, მაგრამ ამას ალტერნატივა არ აქვს. რომც იცოდეთ, რომ აპლოდისმენტებს ვერ დაიმსახურებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებით, თუ ეს საჭირო იქნება, ევროპის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გზისთვის, უნდა მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

























