უკრაინის ომბუდსმენად დმიტრო ლუბინეცი დაინიშნა

უკრაინის ომბუდსმენად დმიტრო ლუბინეცი დაინიშნა

უკრაინის სახალხო დეპუტატებმა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრად დმიტრო ლუბინეც დანიშნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 250-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინელმა დეპუტატებმა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვა 31 მაისს გაათავისუფლეს.