„შინ ევროპისკენ” ფარგლებში, გიგი უგულავას და ფოთში ოპოზიციური პარტიის წევრების მიერ საინფორმაციო ფლაერების დარიგებისათვის ხელის შეშლა სცადეს

"შინ ევროპისკენ" ფარგლებში, გიგი უგულავას და ფოთში ოპოზიციური პარტიის წევრების მიერ საინფორმაციო ფლაერების დარიგებისათვის ხელის შეშლა სცადეს.
გიგი უგულავას პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის შალვა სარდალიშვილის, საკრებულოს წევრის, იურიდიული კომისიის ხელმძღვანელის ნიკა ყორშიას, საკრებულოს წევრის ზაალ კვინჩიას, საკრებულოს წევრის ბექა მორჩილაძის, მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლის თაზმენ საჯაიას, მერიის ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლის რუსუდან კაპანაძის, მერიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის ბელა ბრეგვაძის, მერიის სოციალური სამსახურის თანამშომლის ილია მაჩიტაძის, საკრებულოს წევრის სალომე წულაიას, ქალაქის დასუფთავების ა(ა)იპ-ის თანამშრომლის გენური გიგაშვილის, საკრებულოს წევრის ბაქარ ერგაიას, საკრებულოს თავჯდომარის მრჩევლის ზვიად დგებუაძის, საკრებულოს წევრის ირაკლი კიკალეიშვილის შემადგენლობით ცდილობდნენ ხალხთან არ მიეშვათ გიგი უგულავა და ოპოზიციური პარტიის წევრები.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, „ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“.
„სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, - განაცხადა უგულავამ.

























