რუსეთის მიერ დანიშნული პირის ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ, პირველმა სავაჭრო გემმა ბერდიანსკის პორტი დატოვა და „7000 ტონა მარცვლეული მეგობარი ქვეყნებისკენ მიემართება“

რუსეთის მიერ დანიშნული პირის ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ, პირველმა სავაჭრო გემმა ბერდიანსკის პორტი დატოვა და „7000 ტონა მარცვლეული მეგობარი ქვეყნებისკენ მიემართება“

რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის ინფორმაციით, გემმა, რომელსაც 7000 ტონა მარცვლეული გადააქვს, ბერდიანსკის ოკუპირებული პორტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ეს არის მარცვლეულის პირველი გადაზიდვა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„რამდენიმეთვიანი დაყოვნების შემდეგ, პირველმა სავაჭრო გემმა ბერდიანსკის კომერციული პორტი დატოვა, 7000 ტონა მარცვლეული მეგობარი ქვეყნებისკენ მიემართება“, - განაცხადა პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ.

მისივე თქმით, შავ ზღვაში რუსული გემები, მოგზაურობის დროს სავაჭრო გემის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.