ესპანეთის პრემიერი - წლების განმავლობაში, ნატო-ს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობაში

ესპანეთის პრემიერი - წლების განმავლობაში, ნატო-ს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობაში

წლების განმავლობაში, ნატო-ს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ CNN-ს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განუცხადა.

მადრიდში, ნატოს სამიტზე გამოსვლისას სანჩესმა აღნიშნა, რომ ნატო პუტინს მკაფიო გზავნილს უგზავნის, რომ ალიანსი აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას და მზადაა ოფიციალურ კიევს დახმარება აღმოუჩინოს იქამდე, ვიდრე რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას, პატივს არ სცემენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, „დიდი შვიდეულის“, ერთიანობისა და ერთგულების გზავნილი, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სცენარში დაბრუნება, სადაც სხვადასხვა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში რუსეთი, პატივს სცემენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში მიმდინარე ამ საშინელი ომის გამო“, - დასძინა სანჩესმა.

გარდა ამისა, ესპანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს „ჩვენ ვხედავთ პუტინისა და მისი რეჟიმის ექსპანსიონისტურ და იმპერიალისტურ ქცევას და ეს მიუღებელია“.